გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ დიცში ტრენინგი “გარემოსდაცვითი განათლება საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის“ ჩატარდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელი დიცის საჯარო სკოლაში ტრენინგი „გარემოსდაცვითი განათლება საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის“ ჩატარდა. ტრენინგში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ დიცის, არბოს, მერეთისა და კარბის სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

როგორც “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის მიზანი გამყოფი ხაზის სოფლებში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების შესახებ ტრენინგების გამართვა იყო.

ტრენინგზე შეკრებილ საზოგადოებას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა და გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ცენტრის დირექტორი გამყოფი ხაზის სოფლების საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში დახმარებას და სამომავლო თანამშრომლობას დაპირდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელსეწყობის ფარგლებში გააგრძელებს საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას გამყოფი ხაზის მიმდებარებ მდებარე სოფლების სასწავლო დაწესებულებებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები