ყვარელში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში – თივში, ჩანტლისყურესა და ზინობიანში საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა.
მოსახლეობამ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც სოფელს აწუხებს. შეხვედრაზე შემდეგი პრიორიტეტები გამოიკვეთა – სპორტული კომპლექსის მოწყობა, სკვერის რეაბილიტაცია, მოსაცდელის მოწყობა, შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და ე.წ. ცენტრალური ბოგირის რეაბილიტაცია.
როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია სოფლის კრებებში მოსახლეობის აქტიური ჩართულობა, რათა აღნიშნული პროექტები უშუალოდ მათი ჩართულობით განხორციელდეს.