გრიგოლ ვაშაძე – როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ჯერ ჩემი და მიშას კონფლიქტი, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვრჩები

წავედი მხოლოდ დალაი ლამას და რომის პაპის თანამდებობებიდან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვრჩები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილთან კონფლიქტის გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას აპირებს სისულელე უწოდა.
„ყველა სისულელეს რატომ უსმენთ, რამდენი მოცლილი რაღაცას დაწერს ფეისბუქში. როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ჯერ ჩემი და მიშას კონფლიქტი და მეორე ის, რომ მე გადავდექი, გადავდექი ისე, რომ ეს იცის ვიღაცამ და მე არ მივმართე, თეორიულად გელაპარაკებით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები