გორის მუნიციპალიტეტში ონლაინ სერვისებზე წვდომა გამარტივდება
ორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები ონლაინ სერვისების მიღებას კიდევ უფრო გამარტივებულად შეძლებენ.
ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნის გზით, გაიზრდება თვითმმართველობის ეფექტურობა, ეფექტიანობა და გამჭირვალობა.
ამ მიმართულებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე წელს, ერთიანი სტანდარტით, ელექტრონული სერვისების დანერგვისა და განვითარების ახალ პროექტი განხორციელდება. სისტემის შექმნაზე ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ბიზნეს ანალიტიკოსი ირმა სეხნიაშვილი მუშაობს.
პროექტის ფარგლებში იქმნება ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც სამ ძირითად სისტემას გააერთიანებს – ერთიანი ელექტრონული საქმის წარმოების, ონლაინ განცხადებების მართვისა და გეოსივრცითი მონაცემების მართვის სისტემას. პროექტის განხორციელების მიზნით, გორის მერიასა და ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
ამ საკითხებთან დაკავშირებით ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ვახტანგ ჭედიშვილი და პროექტის კოორდინატორი თემურ კაკრიაშვილი, ბიზნეს ანალიტიკოს ირმა სეხნიაშვილთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს შეხვდნენ და პროგრამის შესახებ ისაუბრეს.
ახალი ელექტორნული პლატფორმა ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში დაინერგება.