კობა კობახიძე: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არსებობენ პროკურორობის კანდიდატები, რომლებიც შეიძლება, იყვნენ დამოუკიდებლები

მიმაჩნია, რომ გენერალური პროკურორობის მინიმუმ 3 კანდიდატს შორის მაინც გავალ, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატმა კობა კობახიძემ განაცხადა და საპროკურორო საბჭოში გამართული გასაუბრებების პროცესი შეაფასა.

„მე მჯერა იმ რეფორმის, რაც მოხდა გენერალური პროკურორის გამწესებასთან დაკავშირებით. ეს შედარებით გამჭვირვალეობა, მთლად გამჭვირვალე არ იყო, რაღაც საკითხების გამო. მაგრამ, რაღაც ნაწილი, თუნდაც 1 %-ის რომ მწამდეს, ეს ერთი პროცენტი მაძლევს იმის შანსს, რომ ვიბრძოლო და რომც ვერ გავიდე თუნდაც იმ სამ კაცში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში არსებობენ პროკურორობის კანდიდატები, რომლებიც შეიძლება იყვნენ დამოუკიდებლები. მე თქვენთან წინა ვიზიტის დროს რომან გოცირიძე და ოთო კახიძე ვამხილე იმაში, რომ ვიდრე სხდომა დაიწყებოდა საპროკურორო საბჭოში, გოცირიძემ „ქართული ოცნების“ ლეღვის ფოთლები გვიწოდა, კახიძემ ბოიკოტი გამოუცხადა სხდომას. ეს არ იყო სწორი. თითქმის ყველა ხელისუფლების დროს, სულ ოპოზიციაში ვარ და ახლაც ასეა. ამიტომაც წარმადგინა მე „ადვოკატთა ასოციაციამ“. ეს ჩემთვის დიდი ნდობა იყო.

მიმაჩნია, რომ მინიმუმ 3 კანდიდატს შორის მაინც გავალ.
რაც შეეხება შოთაძეს, მე მას ერთ პლუსს ჩავუწერდი, მან აღიარა, რომ მართლაც იყო ხაზარაძე-ჩხარტიშვილის და ივანიშვილის შეხვედრაზე. ეს გარკვეულად მოქმედებს მის კანონმორჩილებაზე,” – განაცხადა კობა კობახიძემ.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან გასაუბრება დაასრულა. დღეს, 14:00 საათზე საპროკურორო საბჭო ჩაატარებს კენჭისყრას და სხდომის დამსწრე წევრთა უმრავლესობით ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამ კანდიდატს შეარჩევს.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები