სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა სომხეთის ელჩს უმასპინძლა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრის აპარატის მთავარი კომისარი, ზარეჰ სინანიანი და სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რუბენ სადოიანი, სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულს ბესიკ ამირანიშვილს შეხვდნენ.

მხარეებმა ქართულ–სომხურ ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა ხაზი მეზობელი ქვეყნების საუკუნოვან კეთილმეზობლური ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა. მისი თვალსაზრისით სომხური დიასპორის წარმომადგენლების ვიზიტი, ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები