„ეს საკითხი რომ არ აღმოეჩინა „ქართულ ოცნებას“, „ორიონ სტრატეჯი“ ვისთან იკონტაქტებდა „ნაცმოძრაობაში“, შეცდომით ბათუ ქუთელიასთან?“
„დავუშვათ,ეს საკითხი გუშინ არ აღმოეჩინა „ქართულ ოცნებას“, თვითონ „ორიონ სტრატეჯი“ ვისთან იკონტაქტებდა „ნაციონალურ მოძრაობაში“, შეცდომით ბათუ ქუთელიასთან?“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა ლადო ბოჟაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბოჟაძე ბოლო პერიოდში კონგრესმენების მიერ გავრცელებულ წერილებსა გამოეხმაურა. მან „ნაციონალური მოძრაობისა“ და ლობისტური კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ შორის დადებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
„ნაციონალური მოძრაობა“ არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტია. ეს რომ წარმოვიდგინოთ, დიდი კონგლომერატია, რომელსაც ჰყავს საკუთარი მხარადამჭრი მედია, სამოქალაქო სექტორი, ექსპერტები, ანალიტიკოსები , 9 წლის განმავლობაში თავად იყვნენ ხელისუფელბაში და დიდი ხანია მათ გარკვეული ურთიერთობები აქვთ ჩამოყალიბებული როგორც ევროპალრამენტში, ასევე აშშ-ში. რა თქმა უნდა, მათ აქვთ გარკვეული მხარდაჭერა.
ყველამ იცის, რომ ლობისუტრი საქმიანობა ლეგალურია აშშ-ში. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კონგრესმენების წერილების ის ნაწილი, რომელიც გარკვეულ უზუსტობებს შეიცავდა, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაჟღერდა. კონგრესმენების წერილებში ბევრი კარგი რამაც ეწერა, გაფრთხილება იმისა, რომ ჩვენ ჩავატაროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები .
ჩვენ ასევე ვნახეთ კონტრაქტი, დავუშვათ ეს საკითხი გუშინ არ აღმოეჩინა „ქართულ ოცნებას“, თვითონ ვისთან იკონტაქტებდა „ორიონ სტრატეჯი“ „ნაციონალურ მოძრაობაში“, შეცდომით ბათუ ქუთელიასთან? ნუ გვიკვირს, ჩვენ რომ ბათუ ქუთელია, რომელიც აშშ-ში ელჩად მუშაობდა, იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსანი, დღეს ასევე გაატარებს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს და თუ სადმე შევხედრა ექნება, ყველაფერს გააკეთებს, რომ დაეხმაროს საკუთარ პოლიტიკურ პარტიას იმისთვის, რომ როგორმე დაბრუნდეს ხელისფუელაბში. ამაში გასაკვირი არაფერია, მთავარია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში , ამომრჩეველს აქვს ინფორმაციის მიღების, გადამოწმების და გააზრებული არჩევანის უფლება“- განაცხადა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, გუშინ გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია.
ამის შემდეგ, საქართველოს ატლანტიკურმა საბჭომ კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ პრეზიდენტის, რენდი შენემანის განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ბათუ ქუთელია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტის განყოფილებაში შეტანილ განცხადებაში საკონტაქტო პირად შეცდომით იყო მითითებული.
თამუნა შეყილაძე