სპეცოპერაცია „გენაცვალე“ – სომხეთში საქართველოს ელჩის ავტომობილის ძარცვაში ეჭვმიტანილი დააკავეს
სომხეთის პოლიციამ ოპერაცია „გენაცვალეს“ ფარგლებში, საქართველოს ელჩის ავტომობილის ძარცვაში ეჭვმიტანილი 22 წლის მამაკაცი დააკავა.
ერევანში, სომხეთში საქართველოს ელჩის, გიორგი საგანელიძის ავტომობილი 2019 წლის 16 დეკემბერს გაძარცვეს.
ადგილობრივი მედია წერდა, რომ ინციდენტი თუმანიანის ქუჩაზე მოხდა.
ბოროტმოქმედებმა Mercedes მარკის ავტომობილიდან გვერდითი მინები მოიპარეს.
ავტომობილი სომხეთში საქართველოს საელჩოს ბალანსზე ირიცხებოდა და ელჩს ემსახურებოდა.