სოფელ ქვახვრელში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში , რომლის ღირებულება 210 810 ლარს შეადგენს და სოფელში 500 მეტრიანი შიდა გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

გორის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში, წინადადებების მიღება 30 იანვარს დასრულდა.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დასრულდეს. გარდა გზის საფარის მოწყობისა, პროექტი სარწყავი არხის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები