ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხაშურის მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, ეკონომიკის სამსახურის, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი და გომის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი რეზო კაპანაძე  გომში, ხიდისყურში, ვაყაში და ქვემო აძვისში იმყოფებოდნენ.

მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობის საჭიროებებს და პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში, გომის მოსახლეობისთვის სკვერი მოეწყობა, ხიდისყურის მოსახლეობისთვის სოფლის თავშეყრის ადგილი კეთილმოეწყობა, ხოლო ვაყაში და ქვემო აძვილში წყლის საკითხი მოგვარდება.

აღნიშნული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლის მცხოვრებლების საყოფაცხოვრებო პირობებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები