ლეონიდ ლაკერბაია: აფხაზეთში ნარკომანი დეპუტატი ვერ გახდება, მაგრამ პრეზიდენტი, კი

ოკუპირებული აფხაზეთის პარტია „აითაირას“ ე.წ თავმჯდომარე ლეონიდ ლაკერბაია, ე.წ. საარჩევნო კანონმდებლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ „პრეზიდენტის არჩევნების შესახებ კანონი შესაცვლელია“.

მისი თქმით, „პარლამენტის დეპუტატი ვერ გახდება ნარკომანი, ტოქსიკომანი, ან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი და სხვა, მაგრამ პრეზიდენტი გახდება. ეს სასაცილოა, რა თქმა უნდა. ეს შესაცვლელია“,-აღნიშნა ლაკერბაიამ.

მისი თქმით, რაც შეეხება „კანონის მე-19 მუხლს, რომელმაც 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბევრი კამათი გამოიწვია, მართებული იქნება, თუ გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც იმ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს მოიპოვებს, ვინც განმეორებით კენჭისყრაზე მივა“.

ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები