კახა კუჭავა: ევროპარლამენტის რეზოლუციის მოწოდებით, ოპოზიციამაც უნდა იფიქროს იმაზე, რომ კონსესუსამდე მისვლა აუცილებელია

“ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ძალიან კარგი ჩანაწერია. კონსესუსი ნიშნავს ყველა მხარის მიერ დათმობას. შესაბამისად, თუ ჩვენი მხრიდან არის დათმობა, ახლა აუცილებელია, პასუხი მივიღოთ ოპოზიციისგან და ამ რეზოლუციის მოწოდებაა, რომ მათაც იფიქრონ იმაზე, რომ აუცილებელია კონსენსუსამდე მისვლა და აუცილებელი დათმობა“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა კახა კუჭავამ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის პირველადი ვერსია ითვალისწინებდა, რომ მოწოდება ყოფილიყო, მხარეები პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებითაც შეთანხმებულიყვნენ, თუმცა კომიტეტი, რომელზეც რეზოლუციის ეს ცვლილებები იხილებოდა, დაეთანხმა ირაკლი კობახიძის არგუმენტაციას და ამ ნაწილის ამ ფორმით გასვლას მხარი არ დაუჭირა. კუჭავას თქმით, საბოლოო ვერსიაში აისახა მოწოდება არა პროპორციულთან დაკავშირებით, არამედ შეთანხმებაზე ყველა მხარის მიმართ.

“დრო საკმაოდ მცირე რჩება, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებს თავისი ვადები აქვს. ჩემი აზრით, შეთანხმება უნდა მოხდეს თებერვალში და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მეხუთე რაუნდი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები