რუსეთში ქართველი მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი დააკავეს

რუსეთში ქართველი მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ყუშიტაშვილი სამართალდამცავებმა მაშინ გააჩერეს როდესაც ის მეგობართან ერთად, ერთ-ერთი კორპუსის სადაბაზოში დამალულ ნარკოტიკს იღებდა.

ყუშიტაშვილმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და სამართალდამცველს ცხვირი გაუტეხა.

მედიის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მოკრივეს წინააღმდეგ  სისხლის სამართლის საქმეა დაწყებული.

ქართველი მოკრივე ამჟამად, ყველა ტურნირში რუსეთის სახელით ასპარეზობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები