სოფელ ჩანთლისყურში ადგილობრივებმა საძოვრების გასხვისება გააპროტესტეს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანთლისყურის მოსახლეობამ ყოფილი საძოვრების ტერიტორიის კერძო პირზე გასხვისება გააპროტესტა.
აქციის მონაწილეთა თქმით, მათი შემოსავლის ძირითად წყაროს აღნიშნული ნაკვეთის დამუშავებიდან მიღებული პროდუქტი წარმოადგენს, ამიტომ ტერიტორიის დათმობას არ აპირებენ.
მოსახლეობამ მიწების მიმდებარედ 24 საათიანი მორიგეობა დააწესა. შეკრებილები ამბობენ , რომ მეპატრონეს ნაკვეთის დამუშავების საშუალებას არ მისცემენ.
აღნიშნულ საკითხზე ყვარლის მერი ინფორმაციას ფლობს, თუმცა, როსტომ სესიაშვილის თქმით, კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს,როცა დეტალებში სათანადოდ გაერკვევა.