გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეს დამრიგებელმა ცივი იარაღი აღმოუჩინა

გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეს, გაკვეთილების მსვლელობისას, კლასის დამრიგებელმა ცივი იარაღი აღმოუჩინა.

აღნიშნული ფაქტი”რეგიონულ კვირას” ამავე სკოლის დირექტორმა დაუდასტურა.

“გვქონდა დღეს ასეთი შემთხვევა.კლასის დამრიგებელმა მოახდინა ცივი იარაღის კონფისკაცია. საქმის კურსში ჩაგვაყენა სკოლის ადმინისტრაცია, ჩვენ კი ეს ფაქტი მანდატურის სამსახურს და ზემდგომ ორგანოებს შევატყობინეთ. კლასში , სრული ნორმების დაცვით, ჩატარდა მოსწავლეთა ჩხრეკა. ერთ-ერთ მოსწავლეს აღმოაჩნდა ე. წ “კასტეტი” და ცივი იარაღი. ვაცნობეთ მშობელს და ამ დროისთვის მშობელიც და მოსწავლეც გამოკითხვაზე იმყოფებიან”- განაცხადა სკოლის დირექტორმა.

ფაქტი ასევე ეცნობა გორის რესურსცენტრს. როგორც “რეგიონულ კვირას” გორის რესურცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა, ინფორმაციის მიღებისთანავე გატარდა საჭირო ღონისძიებები.

“სკოლის ადმინისტრაციისგან მივიღეთ ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენის მხრივ მივმართეთ კანონის შესაბამისად ყველა ინსტანციას და დროულად გატარდა საჭირო ღონისძიებები”- განაცხადა  ნანა ტერმაკოზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები