გორში სამარშუტო ტაქსის მძღოლის არასწორი მანევრის გამო რამდენიმე მგზავრი დაშავდა – შსს საქმეს იძიებს
გორში სამარშუტო ტაქსის მძღოლის არასწორი მანევრის შედეგად რამდენიმე მგზავრი დაშავდა. როგორც ,,რეგონულ კვირას ” ერთ-ერთი დაშავებული ქალის მეგობარმა ა. მ.-მ უამბო, მძღოლმა მოულოდნელად დაამუხრუჭა და სამარშუტო ტაქსში მსხდომმა მოქალაქეებმა თავისა და ფეხების არეში მრავლობითო დაზიანებები მიიღეს.
,,სულ ცოტახანია რაც გამოწერეს ჩემი მეგობარი საავადმყოფოდან. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ მძღოლებმა არ იციან ნორმალურად მართვა. უცებ მკვეთრად დაამუხრუჭა მძღოლმა და ეს მგზავრები მთლიანად გადმოცვივდნენ, ერთმანეთს მიეხეთქნენ და პირადად ჩემს მეგობარს მყესები აქვს დაწყვეტილი და ფეხზე ვერ დგება”, – ამბობს დაზარალებულის მეგობარი.
მომხდარი “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
როგორც “რეგიონულმა კვირამ” გაარკვია, სამარშუტო ტაქსის მძღოლი ხაზის მეპატრონემ, მომხდარის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლა.