სოფელ თედოწმინდაში სკოლამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში სკოლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას 403 136 ლარი მოხმარდება.

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი, რომლის სიგრძეც 689 მეტრია, სოფლის ცენტრალური გზიდან იწყება (გორი – ნიქოზის საავტომობილო გზა) და სკოლასთან სრულდება. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საერთოდ არ არის ასფალტის საფარი. მისი ზედაპირი მთლიანად დაფარულია გრუნტით.

პროექტის მიხედვით, მოეწყობა ასფალტის საფარი, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს გზაზე გადაადგილებისას პრობლემები აღარ შეექმნებათ.

სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები