სოფო კილაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე ისაუბრა

საქართველოს პარ​ლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, გერმანელი და ლატვიელი პარლამენტარების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე მსჟელობდნენ.

სოფო კილაძემ ყურადღება გაამახვილა ეთნიკური ქართველების ყოველდღიურ დევნაზე და გადაადგილების შეზღუდვაზე. განსაკუთრებით იქნა ხაზგასმული ოთხოზორია და ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის საქმე.

“მე მინდა ორი ახალგაზრდა კაცის, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის შესახებ გიამბოთ, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ. ტატუნაშვილის ცხედარი 26 დღის შემდეგ დაუბრუნეს ოჯახს ისე, რომ მას შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. ასევე ქართველ ბავშვებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღება ეზღუდებათ. ეთნიკური ქართველები ხშირად ქონების საკუთრების საკითხებში მსხვერპლნი არიან,” – განაცხადა სოფო კილაძემ.

შეხვედრას რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების, ქართული და უკრაინული დელეგაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები