სოფელ ბობნევში წყალმომარაგების სისტემა მოეწყობა 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში წყალმომარაგების სისტემის მოწყობას 250 350 ლარი მოხმარდება, რომელიც სასმელი წყლით 40 – მდე ოჯახს უზრუნველყოფს.

გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში, წინადადებების მიღების ვადა 6 თებერვალს იწურება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა შიდა ქსელი, რეზერვუარი, სათავე, მაგისტრალი და საქლორატორო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბობნევში მცხოვრები ოჯახები სასმელ წყალს, საკუთარ ეზოებში დამონტაჟებული ინდივიდუალური ონკანების საშუალებით, 24 საათის განმავლობაში მიიღებენ. სოფელში ჯამში 70 – მდე ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის 30 – მდე კომლი სასმელი წყლით უზრუნველყოფილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები