სოფელ ნაწრეტში ​გზის რეაბილიტაციას 775 317 ლარი მოხმარდება

2020 წელს  გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნაწრეტში ​1 118 მეტრი გზის რეაბილიტაციას 775 317 ლარი მოხმარდება.

ამ დროისთვის გზებზე საერთოდ არაა ასფალტის საფარი და ის მთლიანად დაფარულია გრუნტით. გზის კაპიტალური რეაბილიტაციასთან ერთად, მოეწყობა სანიაღვრე ქსელიც.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში, წინადადებების წარმოდგენის ვადა 30 იანვარს იწურება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს მოუწესრიგებელი გზით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები