რუსეთში კორონავირუსის გავრცელებას თებერვალში ვარაუდობენ

რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებას, სავარაუდოდ, თებერვალში ელოდებიან.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის ინფექციურ დაავადებათა პროფესორმა ვლადიმირ ჩულანმა განაცხადა.

მისი თქმით, პროგნოზი ისეთი ფაქტორებით არის გაკეთებული, როგორების არის ვირუსის გადაცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით; დაავადების გავრცელების მაღალი ტემპი; რუსეთის მოსაზღვრედ ჩინეთის რაიონებში დაავადების გავრცელების შემთხვევები, ასევე მიგრაციის მაღალი აქტივობა.

ამასთან, რუსეთში დაავადების გამოვლენის სანდო საშუალებები შეიმუშავეს და ვაქცინაზე დაიწყეს მუშაობა, რომელიც, სავარაუდოდ 6 თვეში შეიქმნება.

ბოლო მონაცემით, კორონავირუს 2019-nCoV-ს 132 ადამიანი ემსხვერპლა, 6 ათასამდეა დაავადებული, 104 განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები