“ბლაუენშტაინ საქართველო” – ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და წარმატებული ინვესტიცია ონის მუნიციპალიტეტში

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ სოფელ შარდომეთში,  შპს „ბლაუენშტაინ საქართველოს“ მეღორეობის ფერმის კომპლექსის პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც კომპანიამ 2018 წელს დაიწყო.
ფერმის მშენებლობა  ოთხ ეტაპად განხორციელდება და გათვლილი იქნება 224 დედა ღორზე.
როგორც „ბლაუენშტაინ საქართველო” მეცხოველეობის მიმართულების ხელმძღვანელმა ლაშა ჯაფარიძემ განაცხადა, მშენებლობის დასრულება 2020 წლის აგვისტოში იგეგმება.
პირველი ეტაპი 70 დედა ღორზე გათვლილ ბლოკს და საკვების საწარმოო განყოფილების მშენებლობას მოიცავს. კომპლექსი ლაბორატორიით აღიჭურვება და შემდეგ, ადგილზე მოხდება საწარმოო დედა ღორების გამოყვანა.
ინგლისური ლანდრას და იორკშირის ჯიშები უკვე შერჩეულია. მნიშვნელოვანია, რომ ღორის კვება გათვალისწინებულია მხოლოდ ნატურალური მარცვლეულით, რაც პირდაპირ აისახება ხორცის ხარისხზე, მის უვნებლობასა და გემოვნურ თვისებებზე.
მთლიანი კომპლექსის ჯამური ინვესტიცია შეადგენს – 7 000 000 ლარს, ხოლო პირველი ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 4 000 000 ლარია. კომპლექსის ოთხივე ეტაპის დასრულება  2022 წლისათვის იგეგმება.
ტექნოლოგიური პროექტი ავსტრიულმა კომპანიამ Schauer Agrotronic-მა შეასრულა.
ემზარ საბანაძემ ასევე კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველოს“ უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი – სათავო ფერმაც დაათვალიერა. სწორედ აქ ხდება, რეგიონის პირობებისათვის საუკეთესო ჯიშის საქონლის გამოყვანა. სათავო ფერმაა ერთგვარი სივრცე, სადაც ხდება მოწინავე შვეიცარიული გამოცდილების, ქართულ რეალობაში გადმოტანა
„ბლაუენშტაინ საქართველოს“ სათავო ფერმაში, დანერგილია საქონლის მოვლის ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დაავადებათა კონტროლის შვეიცარიული სტანდარტები, რომელსაც შვეიცარიელი კონსულტანტები მეთვალყურეობენ. მათ მიერ კონტროლი ხდება, როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად – შვეიცარიიდან.
ფერმაში ჩამოყალიბებულია აგრონომიული და ვეტერინარიული სამსახურები, რომლებიც სამომავლოდ, ფერმერებს მოემსახურებიან და დაეხმარებიან ევროპულ სტანდარტების დანერგვაში.
კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“, მუდმივად და მკაცრად კონტროლდება სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
„ბლაუენშტაინ საქართველო” შვეიცარიულ-ქართული საინვესტიციო პროექტია, რომელსაც 2007 წელს ჩაეყარა საფუძველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები