ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძეს და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ლანჩხუთის მერიაში შეხვდა. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლანჩხუთის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში, ბენეფიციარებისთვის უფასო სკრინინგი ჩატარდა, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უფასო კვლევებით ესარგებლათ შემდეგ მიმართულებებზე: ძუძუს კიბოს სკრინინგი, მამოგრაფია, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ კვლევა, პაპ-ტესტირება, პროსტატის კიბოს სკრინინგი და სხვა.

“კვლევების მიმდინარეობას, ადგილზე ლანჩხუთის მერი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. აქცია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ლანჩხუთის მერიის მხარდაჭერით გაიმართა,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები