ფოთის მერი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს

ფოთის მერი, ბექა ვაჭარაძე, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პლენარული სესიის ფარგლებში გაიმართება დებატები რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ასევე, კონგრესი აირჩევს ახალ პრეზიდენტს, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა პალატების პრეზიდენტებსა და ვიცე-პრეზიდენტებს.

“ბექა ვაჭარაძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრად 5 წლის ვადით არის არჩეული. სესია სტრასბურგში დღეს გაიხსნა და 2 აპრილს დასრულდება.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ვარდოსანიძე , ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი გოგი ფუტკარაძე; ზუგდიდის, ქუთაისის და გარდაბნის საკრებულოს წევრები მონაწილეობენ,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები