ზუგდიდში მრავალბინიანი კორპუსების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს (ვიდეო)

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩა N28-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია და ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიგა მელია გაეცნენ.

“თამარ მეფის ქუჩაზე, აქტიურად მიმდინარეობს, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გადახურვის სამუშაოები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აღნიშნული სამუშაოები სულ 7 საცხოვრებელ კორპუსში განხორციელდება. პროექტი დაფინანსდა როგორც რეგიონული ფონდიდან ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან“, – აღნიშნა ზუგდიდის მერის მოადგილე გიგა ფარულავამ.

მიმდინარე წელს ჯამში 7 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი გადაიხურება. პროექტის ჯამური ღირებულება კი 57 742 ლარია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები