მიტროპოლიტი იაკობი: გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მშვიდობა იყოს და არჩევნებიც მშვიდობით ჩატარდეს
ბოდბის დედათა მონასტერში საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავენ.
საზეიმო წირვა-ლოცვა მეუფე იაკობმა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სხვა ეპაქრიის სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. მიტროპოლიტმა იაკობმა ტაძარში შეკრებილ მრევს დღევანდელი დღე მიულოცა. მღვდელმსახურების დასრულების შემდეგ კი იქადაგა, ბოდბელი ეპისკოპოსი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მათ შორის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობასაც შეეხო.
“ხანდახან შევხედავ ხოლმე ტელესივრცეს და გეგონება არაფერი გვეშველება, ასეც არ არის. ვფიქრობ, რომ ქართველები ვართ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მშვიდობა იყოს და არჩევნებიც მშვიდობით ჩატარდეს. მთავარია ვისაც წონა აქვს პოლიტიკაში ისეთი განცხადებები არ გააკეთოს, რომ სადღაც უცხოეთში არ შეგვისუსტდეს და სალაპარაკო ენა ერთმანეთში გვქონდეს.
მე ვფიქრობ, რომ ამერიკასთან და ევროპასთანაც კვლავ მშვენიერი ურთიერთობები გვექნება. ვერ ვხედავ საქართველოში ისეთ ადამიანს, რომ რომელიმე ქვეყანასთან აჯანყება მოინდომოს არამარტო პარტნიორებთან, არამედ მტერთანაც.”- განაცხადა ქადაგებაში მეუფე იაკობმა.