ავთანდილ ცინცაძე: ხაბეიშვილმა ადეკვატური პასუხი მიიღო

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ავთანდილ ცინცაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე დღეს მომხდარი ინციდენტის შესახებ განმარტება გააკეთა. ავთანდილ ცინცაძის განცხადებით, საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა, რაზეც ადეკვატური პასუხი მიიღო.

მისივე თქმით, პირად შეურაცხყოფაზე პასუხი ყოველთვის პირადად იქნება გაცემული.

“ეს ადამიანი რამდენიმე დღის წინ, პირდაპირ ეთერში ყველანაირ ჩარჩოს გასცდა, მე და ყველა ჩემი კოლეგა გალანძღა. არაკაცები და ფარჩაკები გვიწოდა. ეს სიტყვები ჩვენ ნამდვილად არ გვეკუთვნის იმ ადამიანისგან, რომელიც რუსთაველზე დადიოდა და ქართველ ხალხზე იძახდა ეს ნაგავი გაიტანეთო“, – განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოში “ქართული ოცნების“ წევრებმა და ლევან ხაბეიშვილმა იჩხუბეს. სარევიზიო კომისიის სხდომა ჩაიშალა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრების თქმით, მათ მიმართ ხაბეიშვილი სატელევიზიო ეთერში შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა, რასაც სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები