აჭარაში წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოება გაიმართა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „სტუდენტთა დახმარების’’ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ წარჩინებულ სტუდენტებთან შეხვედრა და დაჯილდოება გაიმართა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა რეგიონის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, წარმატებულ სტუდენტებს სამინისტროს მიერ დაწესებული საჩუქრები გადასცა.
2012-2019 წლებში “სტუდენტთა დახმარების’’ ქვეპროგრამის ფარგლებში, 6 146 სტუდენტი 6 259 619 ლარით დაფინანსდა.
2020 წელს გათვალისწინებულია 900 სტუდენტის დაფინანსება, რისთვისაც ბიუჯეტით გათვალისწინებულია 1 000 000 ლარი.