სოფელ გარეჯვარში საცხოვრებელი სახლი იწვის
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეჯვარში საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
როგორც “რეგიონულ კვირას” გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის ინტენსიურად ჩაქრობის პროცესი.
“ადგილზე იმყოფება 3 სახანძრო – სამაშველო ჯგუფი. ინტენსიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესია. საბედნიეროდ, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა”-განაცხადეს გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში.
ამ დროისთვის დაუდგენელია ხანძრის გამომწვევი მიზეზები .ადგილზე იმყოფებიან სამართალდამაცავი ორგანოს წარმომადგენლები