ერევანში „ერებუნი-პლაზას“ ბიზნეს-ცენტრში მძევალი აიყვანეს – მანამდე სროლის ხმა ისმოდა

ერევანში, ბიზნეს-ცენტრ „ერებუნი-პლაზას“ შენობაში, დაუდგენელმა პირმა მძევალი აიყვანა. შენობა სპეცრაზმმა ალყაში მოაქცია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შენობაში მყოფ ადამიანებს გარეთ არ უშვებენ, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

მედია აღნიშნავს, რომ შენობის მეორე სართულზე, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის, ოფისია განთავსებული.

ბოროტმოქმედმა შენობაში შესვლის დროს ცეცხლი გახსნა და ყვიროდა ეჩვენებინათ მისთვის თუ სად არის ქოჩარიანის ოფისი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები