USAID-ის მისიის დირექტორმა სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა

USAID/Zrda-ს და BP საქართველოს ერთობლივი პროექტის, თემების განვითარების პროგრამის ფარგლებში, USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, BP-ის ხელმძღვანელი საქართველოში ანა დეივისი, შიდა ქართლის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზაში ჩავიდნენ და ადგილზე მდებარე ერთობლივად მხარდაჭერილი პროექტები დაათვალიერეს.

USAID/Zrda და BP საქართველო ერთობლივად ახორციელებენ თემის განვითარების ინიციატივებს, რომლებიც ფოკუსირდება სოფლის მეურნეობის, ბიზნესისა და თემის განვითარებაზე სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის 41 სოფელში.

მიმდინარე პროექტი ხორციელდება ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“-ს საშუალებით, რომელიც USAID/Zrda-ს და BP საქართველოს პარტნიორია შიდა ქართლის რეგიონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები