ზესტაფონის მერმა 100 წლის გოგოცა ცერცვაძეს საიუბილეო თარიღი მიულოცა
ზესტაფონის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ 100 წლის გოგოცა ცერცვაძეს საიუბილეო თარიღი მიულოცა. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზესტაფონში, სოფელ ზედა საქარაში მცხოვრებ გოგოცა ცერცვაძეს, რომელსაც დღეს 100 წელი შეუსრულდა, მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ღამბაშიძემ საიუბილეო თარიღი მიულოცა და უხუცეს ქალბატონს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.
“მერთან ერთად 100 წლის იუბილარს დაბადების დღე, მერის მოადგილეებმა – ზაზა ხვედელიძემ, ნინო ჭაბუკიანმა, ზედა საქარის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ილია ფუტკარაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
გოგოცა ცერცვაძეს 3 შვილი, 7 შვილიშვილი და 14 შვილთაშვილი ჰყავს,”- წერია ინფორმაციაში.