„კულტურა მთაში“ პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი ღონისძიება – „პოეზია მუსიკაა სულისა“ გაიმართა
„კულტურა მთაში“ პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი ღონისძიება – „პოეზია მუსიკაა სულისა“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამა „კულტურა მთაში“ აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს მაღალმთიან აჭარაში შემოქმედებითი პროცესების გაძლიერებას, კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და ადგილობრივი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას.
„ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი ჯგუფები:
- ხულოს კულტურის ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის განყოფილება;
- ქობულეთის კულტურის ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის განყოფილება;
- თავისუფალი დროის კლუბი „სიჭაბუკე“.
ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ჯამბულატ მელაძე, მოადგილე ნური გორგაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.