ფოთის მერმა, გვანცა ქარჩავას ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიის მოპოვება მიულოცა

ქალაქ ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე წარმატებულ სპორტსმენს გვანცა ქარჩავას შეხვდა და სენეგალში გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიის მოპოვება მიულოცა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

,,საამაყო და სასიხარულოა, რომ ჩვენმა სპორტსმენმა, გვანცა ქარჩავამ, სენეგალში გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზია მოიპოვა. გვანცა მსოფლიოს 12 საუკეთესო უშუისტ გოგონას შორის მოხვდა. ვულოცავ გვანცას და მის მწვრთნელს, ვასილ დუნდუას, ამ მნიშვნელოვან წარმატებას და მომავალ ასპარეზობებზე ბევრ გამარჯვებას ვუსურვებ“ – განაცხადა შეხვედრისას ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

გვანცა ქარჩავას, ფოთის მუნიციპალიტეტისგან აღნიშნული წარმატებისთვის ფულადი ჯილდო გადაეცემა.

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ოქტომბერში გაიმართება, სადაც 18 წლამდე ასაკის საუკეთესო სპორტსმენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები