აჭარაში სამთავრობო კომისიის სხდომაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულების კომპენსირების საკითხი განიხილეს

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.

სამთავრობო კომისიის სხდომაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული 19 ოჯახის კომპენსირების საკითხიც განიხილეს. მუნიციპალიტეტის მერებმა ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების მიზნით, ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინეს.

წელს პირველად, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე, რომელთა საცხოვრებელი აღდგენას არ ექვემდებარება, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 15 000 ლარი გამოიყოფა, საცხოვრებლის აღდგენისთვის კი მაქსიმალური თანხა 10 000 ლარს შეადგენს.

2019 წელს, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, 299 ოჯახზე – 580 581 ლარის ოდენობით ფინანსური დახმარება გაიცა, აქედან – სტიქიით დაზარალებულ 277 ოჯახზე -382 738 ლარი; ხანძრით დაზარალებულ 22 ოჯახზე კი, 197 843 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები