მტკვრის მარცხენა სანაპიროზე 92 მეტრიანი დამცავი კედლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გორში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, 92 მეტრიანი დამცავი კედლის მშენებლობა  დასრულების ეტაპზეა.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ბარნოვის ქუჩაზე სასეირნო ბულვარის მოწყობა და რომელაშვილებისა და გურამიშვილის ქუჩების დამაკავშირებელი ქუჩის 370 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაც.

პროექტის ღირებულებაა 2 მილიონ ლარზე მეტია და იგი  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდად  ფინანსდება.

“2019 წელს ჩვენს მუნიციპალიტეტში დაახლოებით 500-მდე პროექტი განხორციელდა. ერთ-ერთი ასეთია ბარნოვის ქუჩის რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია როგორც ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება, ასევე, ბულვარისა და მწვანე ზოლის, ველობილიკისა და მანქანის სავალი ნაწილის მოწყობა“,- განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები