ესპანეთის მთავრობამ ქვეყანაში „კლიმატური საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა

ესპანეთის მთავრობამ, ქვეყანაში „კლიმატური საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა და პირობა დადო, რომ გაზაფხულის ბოლოსთვის, გლობალურ დათბობასთან ბრძოლისთვის, პროგრამას წარადგენს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეკოაქტივისტების მიერ ორგანიზებული მასობრივი პროტესტის ფონზე იქნა მიღებულ, რომლებიც კლიმატის ცვლილებას ადამიანის საქმიანობას უკავშირებენ, კერძოდ, ატმოსფეროს დაბინძურებას.

ესპანეთის მინისტრთა კაბინეტი ეკოლოგიის დაცვის მიზნით 30-მდე შესაბამისი ზომის მიღებას აანონსებს.

მოსალოდნელია, რომ 2050 წლისთვის ქვეყანა ნახშიროჟანგის გამოყოფას მთლიანად შეწყვეტს. წარდგენილი პროექტის თანახმად, უახლოესი 20 წლის განმავლობაში, ესპანეთი 95%-ით განახლებად ენერგიაზე გადავა, და სოფლის მეურნეობაში CO2-ს გამოყოფას შეამცირებს.

ქვეყნის ეკოლოგიის მინისტრი ტერესა რიბერა ამბობს, რომ პროგრამის განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნის რეგიონებისთვის და მომავალი თაობების განვითარებისთვის.

„ვიცით, რომ თუ არ ავიღებთ საკუთარ თავზე ასეთ მნიშვნელოვან ამოცანას, ეს სოციალური თვალსაზრისით ვარდნას გამოიწვევს, ძვირი დაჯდება ეკონომიკის და გარემოს დაცვის მხრივ“,-აღნიშნა მინისტრმა.

ესპანეთის მთავრობა ეკოლოგიური რეფორმის დაზუსტებულ გეგმას, უახლოეს დროში, შესაბამის კანონპროექტთან ერთად წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები