ნათია თურნავა: ბევრ სოფელში თავიდან არ სჯეროდათ, როდესაც გაზის გაყვანას დავპირდით, რადგან ეს საბჭოთა კავშირის დროსაც არ მომხდარა

„ნამდვილად გამიმართლა, რომ ჩამბარდა ისეთი უწყება, სადაც ძალიან ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეიძლება, მათ შორის, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის რეგიონების მოსახლეობისთვის. ჩვენი სამინისტრო, ყოველთვის ვსაუბრობთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ მთავარი ამოცანაა, რომ ეს მაჩვენებელი აისახოს ჩვენი თითოეული თანამოქალაქის ოჯახის კეთილდღეობაზე, ცხოვრების ხარისხი ამაღლდეს და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემაში „მაესტრო რეგიონები” სტუმრობის დროს განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აქცენტები სწორადაა დასმული და დაფინანსება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიიღებს, ეფექტიანად დაიხარჯება.

„ჩვენ, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 23 მლნ ლარით გაგვეზარდა გაზიფიცირების დაფინანსება. მთავრობის სამწლიანი მიზნობრივი პროგრამის დასრულების შემდეგ, საქართველოში 1,3 მლნ ოჯახზე მეტი იქნება გაზიფიცირებული – ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ გაზქურაში ბუნებრივი აირი გექნება და ამით კერძს მოამზადებ ან გათბები, არამედ იმასაც, რომ შეძლებ, განავითარო მცირე ბიზნესი, მაგალითად, გახსნა საოჯახო სასტუმრო ან მცირე ფერმერული მეურნეობა,” – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით , გაზიფიცირება ბევრ ისეთ სოფელს შეეხო, სადაც მანამდე გაზი არასდროს ყოფილა.

„ასეთ სოფლებში თავიდან არ სჯეროდათ, როდესაც გაზის გაყვანას დავპირდით, რადგან ეს საბჭოთა კავშირის დროსაც არ მომხდარა. ჩვენ მართლაც უპრეცედენტო გაზიფიკაციას ვახორციელებთ. 2019 – 21 წლების სამწლიან პერიოდში დამატებით 295 დასახლებული პუნქტი, პატარა სოფლები იქნება გაზიფიცირებული,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები