საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, ზაქირ ჰასანოვს შეხვდა.

როგორც “კვირას“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრაზე სექტორული თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და ამ კონტექსტში, ყურადღება თავდაცვისა და სამხედრო განათლების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში კავშირების გააქტიურებაზე გაამახვილეს.

არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა არჩილ თალაკვაძეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები