“ორი დღე არ ჩანდნენ, ახლობლებმა შეამტვრიეს კარი” – რას ყვებიან მეზობლები რუსთავში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაღუპულებზე

რუსთავში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები მამა-შვილი არიან.  შემთხვევა მშენებელთა ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, CO-მ ბინაში წყლის გამაცხელებლიდან გაჟონა.
გარდაცვლილების მეზობლები “რეგიონულ კვირასთან” ყვებიან, რომ 72 და 48 წლის მამა-შვილი ორი დღის განმავლობაში არ გამოჩენილან. ამის გამო, ახლობლებმა მათი შემოწმება გადაწყვიტეს. სწორედ მათ ნახეს ცხედრები საცხოვრებელ სახლში.
“ალბათ, გუშინწინ ან გუშინ დილი მოხდა, რადგან ორი დღე არ ჩანდნენ. ახლობლები მოვიდნენ, შეამტვრიეს კარები და ნახეს. სავარაუდოდ ბუნებრივმა აირმა გაჟონა. კრიმინალისტები მუშაობენ და ისინი იტყვიან სინამდვილეში რა მოხდა”,- ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულიხმობს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები