რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: ეკლესიას ვერ პატიობენ ქართული სახელმწიფოს და ქართული იდენტობის გვერდში დგომას

“ოპოზიცია ეკლესიას ვერ პატიობს ქართული სახელმწიფოს და ქართული იდენტობის გვერდში დგომას,”- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„საბოლოო ჯამში ეს მათ სულიერ დაცემულობას მიუთითებს. მეორე მხრივ, ზუსტად იმიტომ, რომ ქართულ ეკლესიას ვერ პატიობენ ისინი ქართული სახელმწიფოს და ქართული იდენტობის გვერდში დგომას, ერთგულებას, ეს არის მთავარი მიზეზიც, მიზანიც რატომ ესხმიან ასე კოორდინირებულად ქართულ ეკლესიას. მრავალი წელია ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს შეუტიოს ქართულ ეკლესიას,” – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები