გიორგი ვოლსკი: მიუხედავად ელჩების მოსვლისა, არ იყო განცხადებები სამძიმარზე გაკეთებული თუ რა დიდი დანაკლისი განიცადა არა მარტო ქართველმა ხალხმა, ზოგადად მართლმადიდებელმა საზოგადოებამ

“მიუხედავად ელჩების მოსვლისა, სამძიმარზე არ გაკეთებულა განცხადებები, თუ რა დიდი დანაკლისი განიცადა არა მარტო ქართველმა ხალხმა, ზოგადად მართლმადიდებელმა საზოგადოებამ”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ზემოთაღნიშნული
სერიოზული პოლიტიკური დემარშია.
„მივაქცევდით ალბათ ყველა ყურადღებას, რომ მიუხედავად ელჩების მოსვლისა სამძიმარზე, არ იყო განცხადებები სამძიმარზე გაკეთებული. ანალოგიურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან იმასთან დაკავშირებით თუ რა დიდი დანაკლისი განიცადა არა მარტო ქართველმა ხალხმა, ზოგადად მართლმადიდებელმა საზოგადოებამ. ეს სერიოზული პოლიტიკური დემარშია და ამას სერიოზული ყურადღება უნდა მივაქციოთ.

მეორე იყო აშკარა მცდელობა ეკლესიის დაკნინებისა და ეს აშკარა ტრენდს წარმოადგენს, ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. ფაქტია, რომ სცენარი არსებობს და ეს ტრენდი, რომ ქართული ეკლესია უნდა დაკნინდეს და უნდა იქნეს წარმოჩენილი, თითქოსდა რუსული ეკლესიის დანამატად, ეს ტრენდი ნარჩუნდება და ამაში სრული უნისონი აქვთ ჩვენს უსამშობლოებსა და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებსაც თავისი საერთაშორისო ინტერესები გააჩნიათ.

ძალისხმევა და მცდელობა არ დააკლეს იმას, რომ როგორმე სასულიერო პირები აღმოეჩინათ ამ სივრცეში, რომლებიც დაუპირისპირდებოდნენ ეკლესიას. ჩვენ ვნახეთ რაოდენ საშინელი შეტევა იყო განხორციელებული.

ამაზრზენი იყო ის, რაღაც ყალბი გულდაწყვეტა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ხალხი არ შეუშვეს ეკლესიაში და ამით საზოგადოების რაღაც ნაწილის განაწყენებას მაინც შეძლებდნენ. ამას ვერ მიაღწიეს მიუხედავად ამ განცხადებებისა. ერთ ცნობილ პიროვნებას თითქოს ბურთი გაეჭედა ყელში და ცრემლები მოაწვა. ახლა გახდა ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი და სულ დაავიწყდათ ის თუ რას ამბობდნენ პირადად პატრიარქზე და თუ არ ამბობდნენ, როგორ არ გმობდნენ, არამედ ავანგარდში იყვნენ იმ შემოტევებისა, რომელიც ეკლესიის მიმართ ხორციელდებოდა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები