გიორგი ვოლსკი: პატრიარქს თუ რუსეთის აგენტს ეძახიან, რა გაუჭირდებათ, რომ მეუფე შიოს თუ ნებისმიერ სასულიერო პირს უწოდონ იგივე?!

“პატრიარქს თუ რუსეთის აგენტს ეძახიან, რა გაუჭირდებათ, რომ მეუფე შიოს თუ ნებისმიერ სასულიერო პირს უწოდონ იგივე?!”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეკლესია მოწოდების სიმაღლეზე იდგა მაშინ, როდესაც ეს ერს სჭირდებოდა, ისევე, როგორც დღეს.

„პატრიარქს თუ რუსეთის აგენტს ეძახიან, რა გაუჭირდებათ, რომ მეუფე შიოს თუ ნებისმიერ სასულიერო პირს უწოდონ იგივე ან ნებისმიერი სხვა რამ?! არც მინდა გავიმეორო ის სიბინძურეები. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეკლესია ისტორიის განმავლობაში ყოველთვის, როცა საქართველო ერთიანი იყო, დაშლილი იყო, იყო განმაპირობებელი იმისა, რამაც შექმნა ის საქართველო, რომელიც დღეს გვაქვს. მართალია, ოკუპირებული ტერიტორიებით, 20% ოკუპირებულია, გარკვეული პრობლემებით, მაგრამ ეკლესია მოწოდების სიმაღლეზე იდგა მაშინ, როდესაც ეს ერს სჭირდებოდა, ისევე, როგორც დღეს. თუკი არსებობს სახელმწიფო სტრუქტურები, სამოქალაქო საზოგადოება იმ სახით, რასაც ჰქვია საყრდენი სახელმწიფოსთვის, აქ პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს ეკლესია თანასწორი მნიშვნელობით და არა მარტო ქართული მართლმადიდებლური ეკლესია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები