გიორგი ჩაკვეტაძე – ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე: ეს არის ამ ადამიანების სტანდარტი, რასაც შეიძლება დავარქვათ ფარისევლობა

“ეს არის ამ ადამიანების სტანდარტი, რასაც შეიძლება დავარქვათ ფარისევლობა,”- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ წინადადების უვადოდ გადადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მარტივი მოსაძებნია ის მონაცემები, თუ როგორ ვაჭრობს ევროკავშირი რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის 2022 წლის შემდეგაც.

„ეს არის ამ ადამიანების სტანდარტი, რასაც შეიძლება დავარქვათ ფარისევლობა. ძალიან მარტივი მოსაძებნია ის მონაცემები, თუ როგორ ვაჭრობს ევროკავშირი რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის 2022 წლის შემდეგაც. ეს არის თვეში 1,8 მილიარდის ექსპორტი და თვეში 1,7 მილიარდის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკებიდან მიედინება ეს ფული, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსული ომის მანქანის ჯიბეში“, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ უვადოდ გადადო წინადადების წარდგენა რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ. მიზეზად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები