დავით ჩიხელიძე: სახალხო დამცველობა პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა, სადაც გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ხალხის ნდობა გჭირდება

„სახალხო დამცველობა პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა, პოზიცია სადაც გამოცდილება პროფესიონალიზმი და ხალხის ნდობა გჭირდება”, – ამის შესახებ “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელმა დავით ჩიხელიძემ განაცხადა.

ჩიხელიძის თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სახალხო დამცველი ერთი კონკრეტული ჯგუფის დამცველია და არა ზოგადად, საქართველოს თითოეული მოქალაქის:

პარლამენტში იუსტიციის მინისტრის და სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას გამოსვლებს საფეხბურთო ტერმინით შევაფასებ, წულუკიანმა მოწინააღმდეგე გაანადგურა. სახალხო დამცველობა პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა, პოზიცია სადაც გამოცდილება პროფესიონალიზმი და ხალხის ნდობა გჭირდება, (სამწუხაროდ მოქმედმა სახალხო დამცველმა ხალხის ნდობა დიდი ხანია დაკარგა). დღეს პარლამენტში ვნახეთ ყველაზე სუსტი სახალხო დამცველი, რომლის საქმიანობაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სახალხო დამცველი ერთი კონკრეტული ჯგუფის დამცველი არის და არა ზოგადად საქართველოს თითოეული მოქალაქის. სამწუხაროდ სახალხო დამცველის აპარატი ჯეროვნად ვერ ასრულებს მასზე დაკსირებულ უმთავრეს მოვალეობას მონიტორინგს და შეფასებას. რაც შეეხება წულუკიანის გამოსვლას, ფაქტი არის, რომ პენიტენციურ სისტემაში სიტუაცია რადიკალურად შეცვლილი არის, დღევანდელი მდგომარეობის შედარება „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროინდელ მდგომარეობასთან არასერიოზულია. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს სამუშაო კიდევ აქვს, მაგრამ წინსვლა რომ გვაქვს, ეს ფაქტია!”, – აღნიშნა დავით ჩიხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები