ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ლევან ლომიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ლევან ლომიძე პატიმრობაში დარჩა.

მოსამართლე ლევან დარბაიძემ მორიგი სასამართლო პროცესი 16 მარტს ჩანიშნა, სადაც ბრალდებულის სასჯელის ვადა განისაზღვრება.

როგორც სასამართლო პროცესიდან გახდა ცნობილი, ბრალდებულ ლევან ლომიძე აქამდეც იყო ნასამართლევი, თუმცა დაცვის მხარემ დეტალების გასაჯაროვებისგან თავი შეიკავა.

ლომიძის ადვოკატის გიორგი ჯეირანაშვილის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. თავად ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარა და დუმილის უფლება გამოიყენა.

“გორის რაიონულმა სასამართლომ შეუფარდა პატიმრობა ლევან ლომიძეს. ჩვენ ალტერნატიული პოზიცია არ გვქონდა, დავეთანხმეთ, რადგან ეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციასაც შეესაბამებოდა . გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა მისი მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობის კუთხით , შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, სასამართლოს მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება. დოკუმენტი არსებობს იმასთან დაკავშირებით , რომ იგი ნასამართლევია, თუმცა ამ დროისთვის განაჩენი არაა მოპოვებული და საქმეში არ დევს. სხვა ინფორმაცია ამის შესახებ მე არ მაქვს”,- განაცხადა გიორგი ჯეირანაშვილმა

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები