გორში ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა
გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე ,70 წლამდე მამაკაცს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, მამაკაცმა დაზიანებები მიიღო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილი იქნა გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიყო. როგორც ,,რეგიონულ კვირას” უწყებაში განუცხადეს, ავტომობილის მძღოლი იდენტიფიცირებულია.