ქეთევან ციხელაშვილი: აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან დიალოგის პროცესში, სხვადახვა სფეროს წარმომადგენლებთან საუბარი უნდა შევძლოთ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან დიალოგის პროცესში, სხვადახვა სფეროს წარმომადგენლებთან საუბარი უნდა შევძლოთ.

“პოლიტიკა შედგება ორი მიმართულებისგან, ერთია დეოკუპაცია, მეორეა დიალოგი აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან. ბოლო დროს გაიზარდა კონტაქტები, მათ შორის სხვადასხვა ჯგუფთან, იქნება ეს ბიზნესით, ვაჭრობით თუ სხვა სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებთან.
​დღესაც ვსაუბრობთ ჩვენ, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ვაღიარებთ მათ დამოუკიდებლობას. ამიტომ მოლაპარაკების პროცესში მხარეების სტატუსი შეიძლება მოქნილად გამოვიყენოთ და სხვადახვა სფეროს წარმომადგენლებთან საუბარი შევძლოთ. რაც მომხდარა და ახლაც ხდება”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის „ოპოზიციის ლიდერმა“ და „პრეზიდენტობის“ კანდიდატმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ “თბილისთან დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მან დადებითი შედეგი მოგვცეს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები