სოფელ ფხვენისთან ავარიისას ქალი და ორი მცირეწლოვანი დაშავდნენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა . შემთხვევის შედეგად ქალი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი დაშავდა.

დაშავებულები “გორმედის” კლინიკაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საჭეს დედა მართავდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

“შემოყვანილი იქნა დედა და ორი მცირეწლოვანი, რომელთაც გაეწიათ ამბულატორიული დახმარება. ჩაუტარდათ ყველა საჭირო გამოკვლევა . საჭირო არ გახდა მათი სტაციონარში მოთავსება და ამ დროისთვის მათ უკვე დატოვეს კლინიკა”,-  განაცხადა “გორმედის” ექიმმა ლექსო ხეთაგურმა.

შსს-მ საქმის მოკვლევა ადმინისტრაციული წესით, სსკ-ის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაიწყო , რაც ფულად ჯარიმას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები