საქართველოში ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 1 მლრდ კვტ/სთ-ით შემცირდა

ელექტროენერგიის გამომუშავება 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 2.3%-ით 11.865 მლრდ კვტ/სთ-მდე შემცირდა.

თუ 2018 წელს ჯამურმა ჰიდროგამომუშავებამ 9.949 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, 2019 წელს ის 1 მლრდ კვტ სთ-ით 8.939 მლრდ კვტ/სთ-მდე შემცირდა რაც 10.2%-იან კლებას ნიშნავს. შემცირდა როგორც მარეგულირებლიანი, ასევე სეზონური და მცირე ჰესების გამომუშავებაც.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2018 წელს ჯამურმა ჰიდროგამომუშავებამ 9.949 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, 2019 წელს ის 1 მლრდ კვტ სთ-ით 8.939 მლრდ კვტ/სთ-მდე შემცირდა რაც 10.2%-იან კლებას ნიშნავს. შემცირდა როგორც მარეგულირებლიანი, ასევე სეზონური და მცირე ჰესების გამომუშავებაც.

2019 წელს ენერგოსისტემას „მესტიაჭალა ჰესი 1“ და „მესტიაჭალა ჰესი 2“ შეემატა. მათ ერთობლივად 56 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავეს, თუმცა სეზონური ჰესების ჯამური გამომუშავება 150 მლნ კვტ/სთ-ით 3.307 მლრდ კვტ/სთ-მდე შემცირდა.

რაც შეეხება მცირე სიმძლავრის (13 მეგვტ-მდე) ჰესებს მათ 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 30 მლნ კვტ/სთ-ით ნაკლები 662 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავეს.
ჰიდროსადგურებისგან განსხვავებით 34%-ით, 736 მლნ კვტ/სთ-ით 2.840 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა თბოსადგურების გამომუშავაბა. გარდაბნის თბოსადგურთან ერთად გაზრდილია არაენერგოეფექტური „მტკვარისა“ და „თბილსრესის“ გამომუშავებაც.

შეგახსენებთ,რომ მიმდინარე წლის იანვარში ექსპლუატაციაში შევიდა 230 მგვტ სიმძლავრის გარდაბანი 2-ის თბოსადგური, რომლის წლიური გამომუშავებაც 1.8 მლრდ კვტ/სთ-ს აღწევს. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 56%-ს შეადგენს, რაც გარდაბანი 1-ზე 2%-ით, ძველ თბოსადგურებზე კი 20-25 პროცენტით მეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები